წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. ამ ძალიან სამწუხარო ინფორმაციას სოციალურ ქსელში მისი მეგობრები და ნაცნობები ავრცელებენ, მათ შორის – „ქრონიკა +“-ის რედაქტორი, ელისო კილაძე.
„წალენჯიხის მერი, გია ხარჩილავა გარდაიცვალა. წესიერი კაცი დააკლდა ამ ქვეყანას! ნათელში ამყოფოს ღმერთმა.
მიცვალებულების ხსენების დღეა დღეს!“.
გია ხარჩილავა 55 წლის იყო. გავრცელებული ინფორმაციით, წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ოპოზიციონერი მერი დღეს დილით საკუთარ სახლში გარდაიცვალა. სავარაუდოდ, გარდაცვალების მიზეზი თრომბი გახდა.