„ქალს თავიდან სისხლი სდიოდა და ის უარესად ჩეჩქვავდა“ – რას ყვება მოკლული ქალის მეზობელი

„ქალს თავიდან სისხლი სდიოდა და ის უარესად ჩეჩქვავდა“ - რას ყვება მოკლული ქალის მეზობელი11 ნოემბერს საგარეჯოში ორი შვილის დედას, ციაკო სულიკაშვილს ყოფილი ქმარი, ტარიელ სუხიშვილი სასტიკად გაუსწორდა და მძიმე დაზიანებები მიაყენა. ექიმებმა ორი შვილის დედის გადარჩენა ვერ შეძლეს, ის 21 ნო­ემ­ბერს კლი­ნი­კა­ში გარ­და­იც­ვა­ლა.

-ციკო ძა­ლი­ან კარ­გი და წე­სი­ე­რი ადა­მი­ა­ნი იყო, მას­ზე სა­გა­რე­ჯო­ში ცუდს ვე­რა­ვინ იტყვის, პა­ტი­ოს­ნად ცხოვ­რობ­და, შრო­მობ­და და ორ შვილს ზრდი­და.. შემ­თხვე­ვა ცი­კოს სახ­ლის ეზო­ში მოხ­და, გვი­ა­ნი იყო და მა­მას ეძი­ნა, რომ გა­ე­გო, შვილს ხომ და­ეხ­მა­რე­ბო­და. ვინ­მეს­თვის მა­ინც და­ე­ძა­ხა, რომ ეჩხუ­ბე­ბო­და, იქ­ნებ ეშ­ვე­ლათ…

ამ­ბო­ბენ, რომ ტა­რი­ე­ლი არ იყო ფხი­ზელ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რა­ღაც სინ­თე­თი­კურ ნარ­კო­სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე აქვთ ეჭვი, ჰა­ლუ­ცი­ნა­ცი­ებს რომ იწ­ვევს, თო­რემ ფხი­ზე­ლი იმ­დენს კი გა­აც­ნო­ბი­ე­რებ­და, რას სჩა­დი­ო­და – ქალი წა­იქ­ცა, უმ­წეო გო­გოს თა­ვი­დან სის­ხლი სდი­ო­და და ეს უა­რე­სად ჩეჩ­ქვავ­და, თან შვი­ლის თვალ­წინ. ეგ რომ საღ ჭკუ­ა­ზე ყო­ფი­ლი­ყო, ამას იზამ­და? არც ასე­თი უტვი­ნო იყო, ეს ჩა­ე­დი­ნა. რა უნ­დო­და, რას ერ­ჩო­და სა­წყალ ქალს, ან შვი­ლებს?! ასე­თი ცი­ხე­ში უნდა ჩალ­პეს, – უამბო ციაკო სულიკაშვილის მეზობელმა ამბები.ჯი-ს