ხვიჩა კვარაცხელიას შვილი გაქრისტიანდა

საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების წევრის, ხვიჩა კვარაცხელიას და ნიცა თავაძის პირველი შვილი, დამიანე, გაქრისტიანდა.

წყვილმა შვილი სამთავროს მონასტერში მონათლა. სტუმრებს კი მთაწ­მინ­და­ზე, რეს­ტო­რან­ში უმასპინძლეს, სადაც ცნობილი ადამიანები, მათ შორის მომღერლები იყვნენ მიწვეული. დამიანეს ფოტოები საჯარო სივრცეში პირველად გამოჩნდა.