ხაშურში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მძიმედ დაშავებული დების, 15 წლის ნიაკოს და 8 წლის თათულის შესახებ სასიხარულო ინფორმაციას ავრცელებს გოგონების დედა, სოფიო ხარშილაძე, რომელიც წერს:
„მზის გოგონები – ნიაკომაც გაიღვიძა, თათულიც მოფხიზლდა. ხომ ვიძახდი, მზის გოგონები არიან-მეთქი“.
გოგონებს ხანგრძლივი რეაბილიტაცია სჭირდება და საზოგადოების გვერდში დგომა ისევ სჭირდებათ.