„ისეთ რამეს დავწერ, რაც არავის არც ერთ რეცეპტში არ აუხსნია“ – იდეალური ბლინების მომზადების საიდუმლო

„ისეთ რამეს დავწერ, რაც არავის არც ერთ რეცეპტში არ აუხსნია“ – იდეალური ბლინების მომზადების საიდუმლონონა დანელია ბლინების მომზადების ხრიკს ამხელს, რომლის ცოდნაც ყველა დიასახლისს ძალიან გამოადგება.

„დღემდე მომდის კმაყოფილი ადამიანების მესიჯები, ამას წინათ მომწერეს ,,ისეთი საოცრება გამომივიდა, რაც მე გლოცეთ მთელი ცხოვრება გეყოფაოთო… ისეთ რამეს დავწერ, რაც არავის არც ერთ რეცეპტში არ აუხსნია და ვერც 3-წუთიან ვიდეორგოლებში ნახავთ და მაინც რატომ არის ჩემი ბლინები უნაკლო და რას უნდა მიაქციოთ ყურადღება…

ბლინის ცომი ხელის ფართო სათქვეფელათი მოურიეთ, მიქსერიც შეიძლება, ოღონდ დაბალ სიჩქარეზე, კვერცხი არ უნდა გადათქვიფოთ, რათა არ წარმოიშვას ქაფი. ზოგი პირდაპირ იწყებს ცხობას და იწყება მერე – არ გამოვიდა,  ნასვრეტდება, სკდება…

კვერცხის ხშირი თქვეფით წარმოიქმნება ქაფი, მასა ამის გამო მოცულობაში იწყებს ზრდას, საკმარისია, რამდენიმე ხნით დავტოვოთ, ისევ იწყებს ჩაფუშვას და ზომაში დაპატარავებას, ამიტომაა საჭირო ბლინის ცომის მაცივარში გამოტარება, რომ დაჯდეს ცომი. მერე ერევა ერთი ჭიქა წყალი და ზეთი, ეს კიდევ უფრო უწყობს ცომს ხელს, რათა მეტად ბლანტი გახდეს, ჩაახშოს ქაფი, ერთნაირად გლუვი და პრიალა გახადოს.

მეორე, თუ ამის შემდეგაც დარჩა ქაფი, სუფრის კოვზით გადაიღეთ. 2 კოვზიც კი საკმარისია.  ყოველი დასხმისას ამოურიეთ და ისე დაასხით ცომი ცხელ ტაფაზე.

ყურადღება მიაქციეთ ცხობასა და ცხობას შორის ცომის სისქეს, ვინაიდან პროცესი ხანგრძლივია. ცომის სითხე ორთქლდება ღუმელის სიახლოვეს და დრო და დრო საჭიროებს ცოტა ცივი წყლის ჩამატებას. ცოტა ნიშნავს 20-30 მილილიტრს და არა ერთბაშად – ნახევარ ჭიქას.

ეს ბლინები შეგიძლიათ ღამე დააცხოთ და დილით გადაახვიოთ, არაფრით არ მიეკრობა ერთმანეთს და არც გამოშრება, გახმება. გამომცხვარ ბლინებს ტილო გადაფარეთ და ისე დატოვეთ.

ფქვილიც ხშირად განსხვავდება, ამიტომ ბლინების ცომი თუ სქელი მოგივიდათ, ვამატებთ 2-3 სუფრის კოვზ ცივ წყალს, თუ პირიქით, თხელი მოგივათ, ფქვილი გახსენით ცოტა ცივ წყალში და დაუმატეთ, წამში გამოასწორებთ.

ამ ბლინებით იდეალური გამოდის აჩმაც. ახლა კი რეცეპტი:

ცომი:

5 ცალი კვერცხი

4  ჭიქი წყალი (200 მილილიტრიანი ჭიქა)

3 ჭიქით ფქვილი (200 მილილიტრიანი ჭიქა)

2  ს/კ ზეთი

1  ჩ/კ მარილი

რეცეპტი ადვილი დასამახსოვრებელია 5, 4, 3, 2, 1. აუცილებლად მიჰყევით რეცეპტს და უნაკლო ბლინები გამოგივათ.

მომზადება:

ჯამში გავთქვიფოთ 5 კვერცხი, ჩავყაროთ მარილი და 3 ჭიქა წყალი, წყალი და კვერცხი რომ გაიხსნება, თითო-თითო კოვზი ფქვილი ჩავაცრათ, არაფრით არ დაგიკურკუშალდებათ, თუ ასე ფაფუკ თითო კოვზ ფქვილს უზამთ. ვთქვიფოთ ხელის მყარი სათქვეფელათი, სანამ სრულად 3 ჭიქა ფქვილს არ გამოვლევთ, ბოლოს მოაკარით ჯამს სამზარეულოს პარკი და 30 წუთით მაცივარში მოასვენეთ.

დროის გასვლის შემდგომ მასა ოდნავ გასქელდება, ახლა უყავით ზეთი და დარჩენილი 1 ჭიქა წყალიც, კარგად მოურიეთ, რათა ინგრედიენტები გაიხსნას და შეერიოს ერთმანეთს.

ამასობაში გავახუროთ ტაფა, რომელიც დაბალი გვერდებით, მსუბუქი და ბრტყელი უნდა იყოს. დიდი ხნის უხმარ ტაფას ზეთიანი ხელსაწმენდი მოუსვით პირველ ფენაზე, მეტჯერ არ დასჭირდება.

ცომს როგორც კი დაასხამთ, მთელ ზედაპირზე სწრაფად შემოატარეთ, ზედმეტი კი უცებ გადმოღვარეთ ჯამში.

ვაცხობთ მხოლოდ ერთ მხარეს, როგორც კი ბლინის ცომი ტაფის გვერდებს მოსცილდება, მზად არის გადმოსაღებად.

და კიდევ ერთი – თუ ცხობის დროს ბლინის ცომს შეატყეთ, ცოტა გასქელდა, შეგიძლიათ დაუმატოთ დაახლოებით 30 მლ წყალი. გამოდის 35 დიდი ზომის ბლინი (ჩემი ტაფა 21 სანტიმეტრია)“, – წერს ნონა დანელია.