ბოტანიკოსებმა იუდეის უდაბნოს გამოქვაბულში ნაპოვნი 1000 წლის წინანდელი თესლიდან გადაშენებული ხის სახეობის აღდგენა და გაზრდა შეძლეს. პროექტში ჩართული მკვლევრები ამბობენ, რომ მცენარის სახეობა, რომელიც დღეს გადაშენებულია, შეიძლება სწორედ ის “სასწაულმოქმედი“ ხეა, რომელიც ბიბლიაში და სხვა ძველ ტექსტებშია ნახსენები, როგორც “სამკურნალო ბალზამის წყარო“.
ჯგუფმა მცენარის ასაკის შესაფასებლად რადიოკარბონული დათარიღების ხერხი გამოიყენა და დაასკვნეს, რომ ის 993 – დან 1202 წლამდე თარიღდება.
შესწავლის შედეგად, მეცნიერთა ჯგუფმა აღმოაჩინა რომ ხე შეიცავს ნივთიერებებს, რომელიც სამკურნალო პრეპარატების შექმნისას გამოიყენება. მათ შორის “გუგგულტეროლებს“, რომელიც კიბოს საწინააღმდეგო პოტენციურ ნივთიერებად მიიჩნევა.
”ამ ყველაფერზე დაყრდნობით შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ არის “იუდეური ბალზამი“, ეს არის მისი ახლო ბიძაშვილი და ერთ-ერთი არა არომატული ხე-მცენარე რომელიც სამკურნალო ნაერთების საგანძურია”, – თქვა ჯგუფის ლიდერმა.
ამბები.ჯი