საქართველოს ეროვნული ნაკრების ფეხბურთელის, გიორგი ქოჩორაშვილის მამა, როინ ქოჩორაშვილი სოციალურ ქსელში წერს:
„ქოცებო! გუშინდელი საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროპარლამენტის შეფასების შემდეგ, თუ თქვენ კიდევ ფიქრობთ რომ რამე (ტრიუკი) დარჩა, რომლითაც ევროკავშირში შესვლა შესაძლებელია, დროულად მიხედეთ საკუთარ ჯანმრთელობას (ფსიქოლოგიურ მდგომარეობას) ეს რბილად რომ გირჩიოთ და მიგითითოთ! ვინც გაყალბებაში მიიღეთ მონაწილეობა, თქვენ საკუთარ შვილებს მომავალი წაართვით, დღევანდელი სამსახურების (კაპიკებზე რომ მუშაობთ) შენარჩუნების გამო! მერე სხვას აბრალებთ თქვენი და თქვენი შვილების წარუმატებლობას!
მე სოლიდურ ხელფასზე და სამსახურზე ვთქვი უარი, როცა საქმე ჩემი შვილის მომავალს ეხებოდა, ისეთი ზეწოლა იყო ქოჩორას საქართველოდან გაყვანაზე, 500 000€-ს ითხოვდა ერთ-ერთი ყოფილი გაზულუქებული მინისტრი (კლუბის ხელმძღვანელი), ვისთან დაპირისპირებასაც შევწირე ჩემი დიპლომატიური სამსახური (4000$) ხელფასით და ალბათ დამეთანხმებით, რომ სწორი გავაკეთე, სხვა შემთხვევაში “ქოჩორა”, როგორც ფეხბურთელი საქართველოში ვერ განვითარდებოდა ამ დონეზე!