უზბეკური სამსას გამარტივებული რეცეპტი – ცომი კეფირზე დამზადებული რბილი, ნოყიერი და გემრიელია. ის გულგრილს არავის ტოვებს. სცადეთ თქვენც და მიხვდებით, რამდენად გემრიელია.
უზბეკური სამსა გულსართით
ინგრედიენტები:
კვერცხი 2 ცალი.
კეფირი 250 მლ
მარილი 1.5 ჩ/კ.
სოდა 0.5 ჩ/კ.
ლიმონის მჟავა 0.5 ჩ/კ.
მზესუმზირის ზეთი 3 ს/კ.
ხორბლის ფქვილი 4 ჭიქა.
ქათმის ფარში 300 გ
კარტოფილი 2 ც.
ხახვი 3 ცალი
შავი პილპილი 0.5 ჩ/კ.
ქათმის ხარჩო 0,5 ჩ/კ.
მომზადება:
ღრმა ჭურჭელში ათქვიფეთ 2 კვერცხი, 1 ჩ/კოვზი მარილი და კეფირი.
ცალკე ჭურჭელში ჩაყარეთ ფქვილი, დაამატეთ სოდა და ლიმონმჟავა, ჩაასხით კვერცხიანი მასა, დაამატეთ ზეთი, მოზილეთ რბილი და ელასტიკური ცომი, როგორც საფუარიანი ცომი. თუ დააკლდება, შეგიძლიათ დაამატოთ ფქვილი.
გადმოიღეთ ცომი მაგიდაზე, დააგუნდავეთ, დააფარეთ ზედ ტილო და გააჩერეთ ასაფუებლად დაახლოებით 1 საათი.
ხორცსაკეპში გაატარეთ ხახვი და უმი კარტოფილი, შეგიძლიათ დააბლენდეროთ, აურიეთ ფარშში, დაამატეთ გემოვნებით სანელებლები და ხელით კარგად აურიეთ.
ცომისგან გააკეთეთ პატარა გუნდები. გააჩერეთ 10 წუთი.
გაათხელეთ ცომი, მოათავსეთ გულსართი და შეკარით პირი სამკუთხა ფორმით.
მოათავსეთ პერგამენტის ქაღალდზე, ზემოდან წაუსვით კვერცხი და შედგით ღუმელში 200 გრადუსზე. ცხვება 20 წუთი.
პოპსუგარ.ჯი