„უნდა გაუძლო, გადარჩე და ელენეს მაგივრადაც უნდა გაიმარჯვო! ანა ქართლელიშვილი –
აბა, შენ იცი, ჩემო ოქროს გოგო, გვაჩვენე, როგორი მაგარიც ხარ“, – წერს სამოქალაქო აქტივისტი, გიგა მახარაშვილი.
უმძიმესი ტრაგედია გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ვაჩნაძიანში დატრიალდა. ავტოავარიაში კოალიცია “ცვლილებისთვის” შტაბის წევრი, ელენე მეგრელიშვილი გარდაიცვალა, კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ანა ქართლელიშვილი კი მძიმედ დაშავდა, ის ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის.
კოალიციამ ამ ტრაგედიის გამო ბათუმში ამომრჩევლებთან შეკრება გადადო.