„უმძიმესი დღეები გვაქვს, დავკარგეთ სიცოცხლით სავსე ელენე, ანა სიცოცხლისთვის იბრძვის“ – ნიკა მელია

„უმძიმესი დღეები გვაქვს, დავკარგეთ სიცოცხლით სავსე ელენე, ანა სიცოცხლისთვის იბრძვის“ - ნიკა მელიაუმძიმესი ტრაგედია დატრიალდა გურ­ჯა­ა­ნის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის სო­ფელ ვაჩ­ნა­ძი­ან­ში. ავ­ტო­ავარიაში კო­ა­ლი­ცია “ცვლი­ლე­ბის­თვის” შტა­ბის წევ­რი, ელე­ნე მეგ­რე­ლიშ­ვი­ლი გარდაიცვალა, კოალიციის ერთ-ერთი წევრი, ანა ქარ­თლე­ლიშ­ვილი კი მძიმედ დაშავდა, ის სიცოცხლისთვის იბრძვის.

“გვაქვს უმ­ძი­მე­სი დღე­ე­ბი, კო­ა­ლი­ცი­ას და სა­მე­გობ­როს, ყვე­ლას ვინც იც­ნობ­და ჩვენს ორ თა­ნა­მებ­რძოლს, ელე­ნეს და ანას. გუ­შინ კა­ხეთ­ში მომ­ხდა­რი ავ­ტო­კა­ტას­ტრო­ფის შე­დე­გად დავ­კარ­გეთ ღი­მი­ლით, ხა­ლი­სი­თა და სი­ცო­ცხლით სავ­სე ელე­ნე, რო­მე­ლიც ცვლი­ლე­ბის­თვის, ამ ქვეყ­ნის უკე­თე­სო­ბის­თვის იბ­რძო­და და­უ­ღა­ლა­ვად. გვი­ჭირს და­ჯე­რე­ბა და გა­აზ­რე­ბა, რომ ანა ამ წუ­თებ­ში სი­ცო­ცხლის­თვის იბ­რძვის… ამ ჭირ­ში ახლა გა­მაგ­რე­ბა, ერ­თად და მყა­რად დგო­მა, გლო­ვა და თან ბრძო­ლა გვმარ­თებს, ურ­თუ­ლე­სია ეს ყვე­ლა­ფე­რი…” – წერს „ცვლილებებისთვის“ ლიდერი, ნიკა მელია.