თამთა კოსტავამ ოჯახი შექმნა – ვინ არის მერაბ კოსტავას შვილის ქმარი

თამთა კოსტავამ ოჯახი შექმნა - ვინ არის მერაბ კოსტავას შვილის ქმარიეროვნული გმირის, მერაბ კოსტავას ქალიშვილმა, მახატვარმა თამთა კოსტავამ ოჯახი შექმნა, მისი ქმარი ბიძინა მესხია, პროფესიით ექიმი. თამთა როგორც „კვირის პალიტრასთან“ ყვება, ერთმანეთი გურამ შარაძის ხსოვნისადმი მიძღვნილ საღამოზე გაიცნეს და სვეტიცხოვლობას იქორწინეს. თამთას მეჯვარე ტელეჟურნალისტი მაკა რაზმაძე იყო.

თამთა კოსტავა: საღამოს მერე ძალიან ახლობელმა ადამიანმა ჩემთან გამოუშვა თავის საქმეზე და ბიძინა შინ მესტუმრა. ასე ახლოს პირველად მაშინ ვნახე. თავიდან ჩვეულებრივი ნაცნობების დონეზე ვიყავით, ტელეფონით ვსაუბრობდით და ვუთხარი, მოდი, ვიმეგობროთ-მეთქი, ამის შემდეგ კი ჩემთან ხშირად ამოდიოდა, ერთმანეთს საკუთარ აზრებს, შეხედულებებს, ცხოვრებისეულ გამოცდილებას ვუზიარებდით. ერთხელაც, ბიძინამ აღნიშნა, ჩემი ცხოვრების მეგზურს, ცოლს ვეძებო, მე კი ბოიფრენდს-მეთქი. მე ტრადიციული ქართველი კაცი ვარ და ასეთი ურთიერთობა არ მაინტერესებსო. მაშინ, დავთქვით, რომ ერთი წელი ერთ ჭერქვეშ ვიცხოვრებდით, თუ შევეთავსებოდით ერთმანეთს, თუ კარგად ავაწყობდით ურთიერთობას, თანაცხოვრებას, ერთი წლის თავზე ცოლად გავყვებოდი. ასეც მოვიქეცით – წელიწადზე ცოტა მეტი გავიდა და დავქორწინდით.

ბიძინა მესხი: უაღრესად დადებითი ემოცია მაქვს. ასეთი კაცის სიძეობა ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, ტვირთი, ღირსება და ამავდროულად, უმაღლესი დონის მოტივაცია. მერაბ კოსტავა, რა თქმა უნდა, ზვიად გამსახურდიასთან ერთად, ჩემთვის იყო, არის და იქნება თანამედროვეობის გმირი, რომელმაც უკვდავებაში შეაბიჯა; ორივე მათგანი ასეა, მერაბს და ზვიადს არასდროს დავაცალკევებ… თამთას დიდ პატივს ვცემ, ჩემთვის ასევე საამაყოა მასთან ურთიერთობა, როგორც მერაბ კოსტავას ქალიშვილთან.

„კვირის პალიტრა“