გადაცემა „ნიკოლოზის კითხვების“ სტუმარი მუსიკოსი თამრიკო ჭოხონელიძე გახლავთ, რომელიც თავისი ცხოვრების სირთულეებზე ყვება – პირადზე, პატრიარქზე და ა.შ.
„ეს არის ჩემი მოუშორებელი ტკივილი, მოუშორებელი სტრესი… მთელი ცხოვრება ეს ქალი არის უკვე ძალიან დასჯილი, ამიტომ ეყოფა ახლა და ჩვენც უნდა გამოვიჩინოთ ადამიანობა…
ტირილი დაიწყოო რა და მე ასე არავინ მყვარებიაო, წარმოგიდგენია? დღემდე ჩემი მოუშორებელი ტრავმაა… დღესაც ვიცი, რომ პატრიარქს არასწორი ინფორმაცია აქვს – ის ისეთ ვაკუუმშია, ვცადე საუბარი, მაგრამ იქ არავინ მიშვებს…
იმ ადამიანებს მინდა ვუთხრა, ვინც ეს დაისახა, რომ მე მტკენოდა, გაიმარჯვეს ნამდვილად ჩემზე, იმიტომ, რომ მე ეს ძალიან მეტკინა…“ – ამბობს მომღერალი გადაცემაში, რომელიც სრულად 6 ნოემბერს 21:00 საათზე , Tvc-ის ეთერში გავა.