„გთხოვთ, ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან“ – ნინო ერემაშვილი

„გთხოვთ, ანა გადამირჩინეთ, დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში, ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან“ - ნინო ერემაშვილი14 ოქტომბერს, კახეთში, გურჯაანში მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის დროს დაშავებული ანა ქართლელიშვილი ისევ სიცოცხლისთვის იბრძვის. ავარიაში დაღუპული ელენე მეგრელიშვილის დედა, ნინო ერემაშვილი ყველას სთხოვს, ანასთვის ილოცონ.

„ჩემ ბრდღვიალა მზე გოგოს მე მივხედავ და ყველას გთხოვთ, ილოცეთ ანასთვის, ანა გადამირჩინეთ. დაეხმარეთ ელენეს მეგობრის გადარჩენაში. ნუ გაატანთ ამ ტკივილს თან“, – წერს ნინო ერემაშვილი.