ცნობილი ქუთაისელი კულინარი, ირმა რევიშვილი „სარკენიუსს“ ბადრიჯნის სალათის რეცეპტს უზიარებს.
მაშ ასე: შემწვარი ბადრიჯნის სალათი ბრინჯით, ნედლი ოხრახუშით და ხახვით.
საჭიროა:
1 კილო ბადრიჯანი, 1 ჭიქა ბრინჯი, 2 კონა ოხრახუში, 1 ცალი საშუალო თავი ხახვი, შავი წიწაკა, ზეთი ბადრიჯნის შესაწვავად. მარილი გემოვნებით, წითელი მსხვილად დაღერღილი წიწაკაც ძალიან უხდება და მწვანე ნედლი წიწაკაც, ასევე ორივე ერთად. შეგიძლიათ დაამატოთ გახეხილი სტაფილო უმად ან უმი კიტრი, იმპროვიზაცია თქვენთვის მომინდია.
მომზადება:
ვიდრე ბადრიჯანს კუბიკებად წვავთ (შეგიძლია გამოაცხოთ ღუმელში), მოხარშეთ ბრინჯი. დაჭერით წვრილად ხახვი, ოხრახუში და მოაყარეთ გადაწურულ ცხელ ბრინჯს. ცხელს გადააყარეთ და მოურიეთ, ეს მნიშვნელოვანია. შემწვარი ბადრიჯანიც შეურიეთ და მოაყარეთ მარილი გემოვნებით. შეგიძლიათ გვერდით მოუწყოთ გამომცხვარი წითელი ბულგარული წიწაკა. შედგამთ მაცივარში და მეორე დღესაც მზად გაქვთ სადილი.