უნაბის მურაბის რეცეპტი

უნაბის მურაბის რეცეპტიუნაბის მურაბა ქეთი ხმალაძის რეცეპტით.
ინგრედიენტები:
უნაბი – 1 კგ
შაქარი- 1 კგ
წყალი- 600 მლ
ლიმონის წვენი – 3-4ს.კ.
მომზადება:
უნაბი გარეცხეთ და დაჩხვლიტეთ. ქვაბში მოათავსეთ შაქარი და წყალი. ადუღებას რომ დაიწყებს, გადაიტანეთ უნაბი. ადუღეთ 15 წუთი, მერე გამორთეთ და გააციეთ. უმჯობესია, საღამოს დაიწყოთ მზადება და პირველი დუღილის შემდეგ უნაბი მთელი ღამით დატოვოთ სიროფში.
დილით კვლავ ვადუღე 15 წუთი. ასე გავიმეორე კიდევ 2 ჯერ, ანუ 15- 15- 15- 15 ჯამში უნდა იდუღოს 1საათი.
ბოლო 15 წუთზე, დავამატე ლიმონის წვენი. თუ დუღილის დროს, სიროფი ძალიან ჩაიშრო, ცოტ-ცოტა ადუღებული წყალი მიაშველეთ.
მდუღარე გადავიტანე სტერილურ ქილებში და გავაციე ამობრუნებულ მდგომარეობაში.