თამუნა ლეკვეიშვილი: „პატრული სახლში შემომივარდა!“

თამუნა ლეკვეიშვილი: „პატრული სახლში შემომივარდა!“„შაბათის შოუს“ მსახიობი, თამუნა ლეკვეიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ სახლში მისულს პატრული დახვდა.
„ფაქტობრივად პატრული სახლში შემომივარდა! სამსახურიდან რომ მოვედი, სასწრაფო და პატრული დამხვდა სახლის აივანზე – კიბეებზე (კერძო სახლია) – თქვენი მისამართიდან არის გამოძახებაო. რა თქმა უნდა, ჩვენგან არავის დაურეკავს 112-ში. სასწრაფო მალე წავიდა, პატრული კი დაახლოებით 40 წუთი იდგა ჩემი სახლის წინ და არა მარტო პატრული, შავმაისურიანი გაურკვეველი ტიპებიც!”, – წერს თამუნა ლეკვეიშვილი და კომენტარებში ერთ-ერთ ფეისბუქმეგობარს პასუხობს: „ჩემი ქმრის დაშინების მცდელობაა“.