„როგორც ჩანს, მკვლელს დაბმული ჰყავდა თოკებით, ხელით და ფეხით!.. სიკვდილიცაა და სიკვდილიც“ – ელისო კილაძე
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული ქუთაისის აეროპორტში დააკავეს

„როგორც ჩანს, მკვლელს დაბმული ჰყავდა თოკებით, ხელით და ფეხით!.. სიკვდილიცაა და სიკვდილიც“ - ელისო კილაძემსახიობისა და მოდელის, კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებული პირი სამართალდამცავებმა დღეს, გამთენიისას ქუთაისის აეროპორტში დააკავეს. ის ქვეყნის დატოვებას ცდილობდა.
-პოლიციამ კამერები მაშინვე ამოიღო. ჩვენ გვერდით ქუჩაზე ვცხოვრობთ და კორპუსი აღჭურვილი გვაქვს კამერებით. ჩვენთან იყო პოლიცია მოსული და ამოიღო ჩანაწერი. კადრებში ჩანს, როგორი მშვიდი ნაბიჯით მიდის მკვლელობაში ბრალდებული, რომელსაც შავი მაისური აცვია. პოლიცია მაშინვე იმ მიმართულებით გაიქცა, როგორც კი კადრები ნახა, – უთხრა „პრაიმტაიმს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა.

„გამოძიებით დადგინდა, რომ მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, დიდ დიღომში, ბრალდებულმა  ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე 1987 წელს დაბადებულ კ.ა.-ს საკუთარ საცხოვრებელ სახლში ცივი იარაღით მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – წერია შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

კესარია აბრამიძე სასტიკად არის მოკლული. მას ხელ-ფეხი თოკით ჰქონდა შეკრული. ამის შესახებ გაზეთ „ქრონიკა +“-ის მთავარი რედაქტორი, ჟურნალისტი ელისო კილაძე:

„ვერც დავდებ, ვერც გაგიზიარებთ – უმძიმესი ფოტოა. სისხლის გუბეში უმოწყალოდ აჩეხილი კესარია, რომელიც როგორც ჩანს, მკვლელს დაბმული ჰყავდა თოკებით, ხელით და ფეხით! როდის ხდებიან ადამიანები ასეთი პირუტყვები, როდის?! სიკვდილიცაა და სიკვდილიც…“.