კესარია აბრამიძე, რომელიც დღეს საკუთარ სახლში მოკლეს, სამი დღის წინ ქალებს რჩევებს აძლევდა, როგორ უნდა ამოეცნოთ ტოქსიკური შეყვარებული.
„5 ნიშანი, რომ შენი შეყვარებული შენით მანიპულირებს და ხარ ტოქსიკურ ურთიერთობაში.
1) მის გარშემო არ ხარ შენი თავის საუკეთესო ვერსია, ხარ დასტრესილი და უენერგიო. 2) გინდა, რომ დაშორდე, მაგრამ გრძნობ, რომ ის გჭირდება. 3) ხშირად საკუთარი სიტყვებით გულს გტკენს და შემდეგ ამბობს, რომ იხუმრა. 4) ხან კომპლიმენტებით გავსებს და გაღმერთებს, ხან პირიქით, განულებს და გაგრძნობინებს, რომ მის გარეშე არაფერს ნიშნავ სამყაროში 5) თითქმის არასდროს აქვს სინანულის და დანაშაულის შეგრძნება, სულ შენ გადანაშაულებს“, – წერდა კესარია აბრამიძე.
გავრცელებული ინფორმაციით, კესარია აბრამიძეს 50-მდე ჭრილობა აქვს მიყენებული, მათ შორის – თავის არეში.