„საშინელი ამბავი მოხდა, მეგობრებო. მომღერალი ხვიჩა ხოჯავა გარდაიცვალა“ – დაწერა ცოტა ხნის წინ ტელეწამყვანმა, მერიკო კარტოზიამ, რომელსაც ხვიჩა ხოჯავასთან ერთად დუეტი აქვს ჩაწერილი.
„ეს რა მიქენი, ბიჭო. ახლა გირეკავდი, შენს სამშობლოში ვარ-მეთქი, ხვიჩა, რა ჩაიდინე, ძმა, უბრალოდ ვერაფერს ვამბობ“, „უკარგესი… უკეთელესი… უსაყვრლესი… მიყვარხარ, ხვიჩუშ“, „ხვიჩა, შენ გული როგორ გაგიჩერდა, ბიჭოო“, „კიდევ ვერ ვიჯერებ. რა ვქნა, არ ვიცი“, „რატომ შემაყვარე ასე თავი, ჩემი გემრიელი ბიჭი“, – წერენ მეგობრები სოციალურ ქსელში.