ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“ 

ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“ თბილისიდან სულ რაღაც 45 კილომეტრში შეიქმნა სივრცე, სადაც ადამიანებს შეუძლიათ მენტალურად და სულიერად დაისვენონ. ამ ყველაფრის სულის ჩამდგმელი გახლავთ „თოროს“ დამფუძნებელი, მანანა გეგიძე, რომელიც „სარკესთან“ თავისი ახალი პროექტის შესახებ ყვება:

-პროექტი გაზაფხულზე დავიწყეთ, ახალი და საინტერესო იყო ჩემთვის. ფსიქოლოგი ეკა დარსანია თოროში სამი წლის წინ გავიცანი. დავმეგობრდით. ჩვენი სივრცე მართლაც იძლევა საინტერესო პროექტების ჩატარების შესაძლებლობას. მოვიფიქრეთ, დავგეგმეთ და განვახორციელეთ. ასევე მალე ჩაეშვება ცნობილი ენელპისტების, ნანა დაშნიანის და ლალი კოკაიას პროექტიც, სახელწოდებით „რით რით”.

ამ ეტაპზე პროექტი ითვალისწინებს მხოლოდ თვეში ერთ გასვლით ტურს. ყოველი თვის ბოლო შაბათს „თოროს“ საკონტაქტო სოციალური პლატფორმების გამოყენებით ყველა მსურველს შეუძლია დაჯავშნოს თავისი ადგილი და გადადგას პირველი ნაბიჯი უფრო დაბალანსებული და სრულფასოვანი ცხოვრებისაკენ.

ევროპული აკრედიტაციის ფსიქოთერაპევტი ინტეგრირებული მიმართულებით ეკატერინე დარსანია:

-„ჰოლისტიკური ველნესი” თავისი არსით გულისხმობს ადამიანის გაჯანსაღებას სისტემური მიდგომით. ტერმინი „ჰოლისტური“ მომდინარეობს სიტყვისგან „whole“ – „მთლიანი“ – და გულისხმობს, რომ ადამიანი ფიზიკური, ემოციური, ფსიქოლოგიური და სულიერი ასპექტების ერთ დიდ სისტემას წარმოადგენს. ყველა ნაწილს მნიშვნელოვანი როლი აკისრია ჩვენს ცხოვრებაში და რომელიმე მათგანის ხანგრძლივი უგულებელყოფა დანარჩენებზე აუცილებლად უარყოფით გავლენას მოახდენს. სწორედ ამ ასპექტების ჰარმონიული ინტეგრირება განაპირობებს ადამიანის ფიზიკურ და მენტალურ  “Wellness” –  კარგ ჯანმრთელობას.

რატომ თორო? „თორო” ჩემს ცხოვრებაში ვთვლი, რომ მნიშვნელოვანი აღმოჩენაა. ეს არის ეკოლოგიურად სუფთა რეკრიაციული ზონა, სადაც სხეულის, ფსიქიკის და სულის მასაზრდოებელი გარემო ერთად არის შექმნილი. სუფთა ჰაერი, საოცარი ტყე და შემოქმედებითი ადამიანების მიერ შექმნილი საოცარი სივრცეები ერთიანად გაძლევს ფიზიკური, მენტალური და სულიერი დასვენების განცდას. და ეს ყველაფერი თბილისიდან სულ რაღაც 45 კილომეტრში.

სტრესორებით სავსე ეპოქაში ვცხოვრობთ. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, თანაბრად ვიზრუნოთ  ფიზიკურ და მენტალურ ჯანმრთელობაზე. თუ ენერგიების დახარჯვის და აღდგენის ბალანსი დაგვერღვევა, შესაბამისად, ჩვენი ცხოვრების ხარისხი დაეცემა და საბოლოოდ  ფიზიკურ და მენტალურ პრობლემებს შეგვიქმნის.

ჩვენი საზოგადოების ნაწილი ძალიან კარგად აცნობიერებს ამას და ბოლო დროს „ჰოლისტური ველნესის” მსგავსი კომპლექსური მომსახურების არსებობა სულ უფრო მოთხოვნადი ხდება.

ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“ ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“  ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“  ჰოლისტური ველნესი ხელოვნების სახლ „თოროში“