თსსუ -ის პირველმა საუნივერსიტეტო კლინიკამ მნიშვნელოვანი საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. ავტორიტეტულმა გერმანულმა აუდიტორულმა ორგანიზაციამ – „თანამშრომლობა ჯანდაცვის ტრანსპარენტობასა და ხარისხში“ – რამდენიმეთვიანი მონიტორინგის შემდგომ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პირველ საუნივერსიტეტო კლინიკას KTQ სტანდარტებთან შესაბამისობისთვის აკრედიტაცია მიანიჭა.
ორგანიზაციის მიერ მინიჭებული KTQ სერტიფიკატი იმის დასტურია, რომ თსსუ-ის პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის მომსახურების მაღალი ხარისხი, პაციენტებსა და თანამშრომლებზე ორიენტაცია, უსაფრთხოება და კლინიკური რისკები, ინფორმაცია და კომუნიკაცია, ასევე მენეჯმენტი და ხარისხის მართვა შეესაბამება უმაღლეს საერთაშორისო სტანდარტებს.
შეფასებული იქნა შიდა ხარისხის მენეჯმენტი.
• პაციენტზე ორიენტაცია;
• თანამშრომელზე ორიენტაცია;
• უსაფრთხოება;
• ინფორმაცია და კომუნიკაცია;
• მართვა/ხელმძღვანელობა;
• ხარისხისა და კლინიკური რისკის მართვა.
-პირველები ვართ საუნივერსიტეტო სივრცის კლინიკებს შორის, რომელმაც მიიღო საერთაშორისო აღიარება, – აცხადებს თსსუ-ის პირველი საუნივესისტეტო კლინიკის გენერალური დირექტორი, ლევან რატიანი.