,,გარდაიცვალა ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე“ – გიორგი გამსახურდია

,,გარდაიცვალა ჩემი უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე“ - გიორგი გამსახურდიასოციალურ ქსელში სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება. საქართველოს ჯანდაცვის ყოფილი მინისტრი, ავთანდილ ჯორბენაძე, 73 წლის ასაკში გარდაიცვალა. პირველი პრეზიდენტის, ზვიად გამსახურდიას ვაჟი, გიორგი გამსახურდია სოციალურ ქსელში წერს:

,,გარდაიცვალა ჩემი უფროსი და უახლოესი ძმაკაცი, ავთო ჯორბენაძე. ასევე ჩემი ძმაკაცების მამა. სიკეთის, ადამიანობის და ყველაფერი პოზიტიურის განსახიერება. უზადო პროფესიონალი, პატრიოტი და თხემით ტერფამდე ქართველი. გარდა მეგობრული და ოჯახური ურთიერთობისა, მქონდა სამსახურეობრივი გადაკვეთის წერტილები, სადაც ყოველთვის რაიმე ახალს ვსწავლობდი მისგან და უფრო ვრწმუნდებოდი ყოველივე ჩემ მიერ თქმულსა თუ ნაფიქრში მასზე. ხსოვნა იყოს შენი, ჩემო ქრისტეფოროვიჩ, დანარჩენს აქ ვართ და მივხედავთ.
P.S. სურათის სადღაც, 22 წლის არის, თუ მეხსიერება არ მღალატობს”.