11 წლის გაბრიელს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი აქვს. მან 5 ენა იცის, საოცრად მღერის და გალობს. გაბრიელის დედა, მარიამ სიჭინავა ყვება:
-მეტი ინკლუზიური განათლებაა საჭირო, რომ ამ ბავშვებს გაოცებული თვალებით და სინანულით არ უყურებდნენ. ჩემთვისაც ხშირად უთქვამთ, ვაიმე, არაფერი ეტყობაო. ან როგორ უნდა ეტყობოდეს? ამას ერთწუთიან საუბარში ვერ შეატყობთ.
გაბრიელს 2 წლის ასაკში დაუსვეს აუტისტური სპექტრის დიაგნოზი და მას შემდეგ სისტემატურ თერაპიებში ვართ ჩაბმულები, ბევრ აქტივობაში. ნელ-ნელა აღმოვაჩინეთ, რომ სხვადასხვა უცხოურ ენაზე კითხულობდა, წლების მატებასთან ერთად კი სხვა ენების მოძიებაც დაიწყო კომპიუტერით. ერთ დღეს მითხრა, დედიკო, ყაზახური ვისწავლეო…
პალიტრავიდეო