მოჩის რეცეპტები _ იაპონური დესერტი, რომელიც საქართველოშიც ძალიან პოპულარულია

მოჩის რეცეპტები _ იაპონური დესერტი, რომელიც საქართველოშიც ძალიან პოპულარულიამოჩი ბოლო დროს საქართველოშიც ძალიან პოპულარულია. ის არის პატარა, ტკბილი იაპონური ნამცხვარი, რომელიც მზადდება წებოვანი ბრინჯის ფქვილით. მას აქვს რბილი საღეჭი გარე ფენა და გემრიელი წებოვანი შიგთავსი.

მას სხვადასხვანაირი რეცეპტით ამზადებენ. გთავაზობთ ისეთ რეცეპტებს, რომ თავადაც ადვილად შეძლოთ მომზადება.

ინგრედიენტები: ბრინჯის ფქვილი – 1 ჭ, შაქარი – 2 ჭ. წყალი – 1 ჭ.

მომზადება: გაცრილ ბრინჯის ფქვილს შეურიეთ წყალი და მოზილეთ ცომი. დადგით ნელ ცეცხლზე და ნელ-ნელა დაუმატეთ შაქარი, თან ურიეთ. მიღებულ მასას დაუმატეთ ნახევარი ჭიქა ფქვილი, დაჭერით ნაჭრებად, გააბრტყელეთ და გულში მოათავსეთ სასურველი ნაყინი.

ინგრედიენტები: 1 ჭიქა ტკბილი წითელი ლობიოს პასტა, 1 ჭიქა ნაყინი ან სხვა თქვენთვის სასურველი შიგთავსი, 1 ჩაის კოვზი მწვანე ჩაის ფხვნილი (მაჩა), 1 ჭიქა წყალი, ¼ ჭიქა თეთრი შაქარი, ½ ჭიქა სიმინდის სახამებელი.

მომზადება: ცომის გასაბრტყელებლად შეაგროვეთ ყველა ინგრედიენტი და დავიწყოთ მომზადება!

პირველ რიგში, ნაყინი მოვათავსოთ ფოლგაში და გავყინოთ მინიმუმ ერთი საათის განმავლობაში. ამასობაში შეურიეთ წებოვანი ბრინჯის ფქვილი და მწვანე ჩაის ფხვნილი ერთმანეთს, ამის შემდეგ დაუმატეთ წყალი და შაქარი და ურიეთ იქამდე, სანამ ერთგვაროვან მასას არ მიიღებთ. მიღებულ მასას დააფარეთ თასი პლასტმასის საფარით და მიკროტალღურ ღუმელში გააჩერეთ დაახლოებით 3 წუთი. ამასობაში გაყინული შიგთავსი გამოიღეთ მაცივრიდან და პატარა ბურთულების ფორმა მიეცით. გამოიღეთ ბრინჯის ფქვილის მასა მიკროტალღური ღუმელიდან. აურიეთ და გაათბეთ, თავდახურული, კიდევ 15-30 წამი. სამუშაო ზედაპირზე დაყარეთ სიმინდის სახამებლი. დაყავით დაახლოებით 2 სუფრის კოვზი ცხელი ბრინჯის ფქვილის მასა ბურთულებად. გააბრტყელეთ ბურთი და ცენტრში მოათავსეთ თქვენს მიერ გაყინული შიგთავსი. მოაყარეთ დამატებით სიმინდის სახამებელი და მოათავსეთ მოჩი მაფინის ქაღალდებში. სულ ესაა!

თქვენი სუფრა, გემრიელია.ჯი