„გამქურდეს, არაფერი მქონდა, ქირით ვცხოვრობდი და ამ დროს გაჩნდა მარიკო“ – რას ყვება ლელა წურწუმია გადატანილ სირთულეებზე

„გამქურდეს, არაფერი მქონდა, ქირით ვცხოვრობდი და ამ დროს გაჩნდა მარიკო“ - რას ყვება ლელა წურწუმია გადატანილ სირთულეებზემომღერალმა ლელა წურწუმიამ ნიკოლოზ ხაჩიძის გადაცემაში „ნიკოლოზის კითხვები“ შვილზე,  მარიკო მამულაშვილზე ისაუბრა და იმ სირთულეებზე. რაც დედა-შვილს შეხვდა.

-მარიკო გაჩნდა მაშინ, როდესაც გამქურდეს, როდესაც არაფერი მქონდა, ვცხოვრობდი ქირით, ვიღაც დამხმარე აუცილებლად მჭირდებოდა, რადგან თუ არ ვიმუშავებდი, ვერაფერს ვიზამდი. როცა 7 თვის გახდა, მამულიჩას დედამ, ჩემმა ნანიკომ მითხრა, ოთხი დღე იყოს აქ, სამი დღე შენთან. მიუხედავად იმისა, რომ კარგი ძიძები ჰყავდა, ბებიასთან ერთად უფრო მშვიდად ვიქნებოდი. მერე ისე მოხდა, რომ მარიკო დარჩა, დარჩა და 19 წელი იცხოვრა ბებიასთან და ბაბუასთან.

რა თქმა უნდა, საშინელი გულისწყვეტა, პროტესტი ჰქონდა ჩემს პროფესიაზე, ვერ იტანდა, ეზიზღებოდა, ჩემი არც ერთი პროექტი არ უნახავს. ახლა სულ მოდის თავის მეგობრებთან ერთად. როცა დიდი გოგო გახდა, დავსვი და ვესაუბრე, ვუთხარი, დედა, ამდენი რამე იყო გასაკეთებელი, ამდენ ადამიანს სჭირდებოდა ჩემი გვერდით დგომა. მე მესმის, რომ შენ დაგაკელი ბევრი რამე, მაგრამ სხვანაირად ვერ იქნებოდა. ჩემი შვილი შეეწირა ჩემს პრპფესიას. ამ პროფესიას როცა ირჩევ, ნაწილობრივხარ იმ ხალხის საკუთრება, რომლებსაც უყვარხარ, მოგყვებიან. ამ დროს ვიღაც ეწირება და, სამწუხაროდ, ამას შეეწირა ჩემი შვილი, _ ამბობს ლელა წურწუმია ნიკოლოზ ხაჩიძესთან.

ამავე გადაცემაში მომღერალმა სასიამოვნო სიახლის შესახებაც მოყვა. მარიკო ნორვეგიაში მიემგზავრება სწავლის გასაგრძელებლად და ეს გადაწყვეტილებაც დამოუკიდებლად მიიღო (იხილეთ „სარკის“ ინტერვიუ).