„ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“ – სახდეპის გაფრთხილება საქართველოს მთავრობას

„ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს“ - სახდეპის გაფრთხილება საქართველოს მთავრობასაშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერის მოადგილე, ვედანტ პატელი ამბობს, რომ  რუსული კანონპროექტის მიღება უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე.

-ღრმად შეშფოთებულები ვრჩებით, რომ ამ კანონპროექტს, თუ ის ძალაში შევა, სტიგმატიზაცია შეუძლია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების, რომლებიც საქართველოს რიგითი მოქალაქეების ცხოვრების გაუმჯობესებისთვის მუშაობენ. ასევე, შეუძლია მედიაორგანიზაციების სტიგმატიზაცია, რომლებიც საქართველოში მოქმედებენ, რათა საქართველოს მოქალაქეებს მიაწოდონ ინფორმაციას.

ვფიქრობთ, რომ სამოქალაქო საზოგადოება, ჟურნალიზმი, მედიაორგანიზაციები ნებისმიერი დემოკრატიული საზოგადოების ქვაკუთხედია, საქართველოს მთავრობას მოვუწოდებთ, ყურადღება მიაქციონ გაფრთხილებებს, რომ ეს კანონპროექტი არ შეესაბამება ევროკავშირის ნორმებსა და ღირებულებებს, და, რა თქმა უნდა, უარყოფითად იმოქმედებს ევროკავშირისკენ გზაზე საქართველოს პროგრესზე, – განაცხადა პატელმა.

ინტერპრესნიუსი