ელისო კილაძეს ესროლეს – ,,მე გავაგორებ 5000 დოლარად… 1000 დოლარად დედას მო**” – რას წედნენ გასროლამდე ტელეგრამარხებში

ელისო კილაძეს ესროლეს - ,,მე გავაგორებ 5000 დოლარად... 1000 დოლარად დედას მო**'' - რას წედნენ გასროლამდე ტელეგრამარხებში,,ქრონიკა +”-ის რედაქტორს, ელისო კილაძეს ესროლეს. გასროლა, სავარაუდოდ, სანადირო თოფიდან მოხდა. გამომძიებელი ჟურნალისტი ამ თავდასხმას ბოლოდროინდელ აქტიურობას უკავშირებს – ის ნარკოტიკების კურიერიებს, ,,სიკვდილის გამყიდველებს” სოციალურ ქსელში ღიად ამხელს.

-როგორც კი მანქანიდან გადმოვედით მე და ჩემი მეგობარი, რომელიც მუდმივად მახლავს ბოლო დროს, საეჭვო პირი გვერდით ამოგვიდგა. მე სალონში შევედი და დაახლოებით 15 წუთში ჩემი მეგობრის მისამართით მოხდა გასროლა, – ამბობს ელისო კილაძე ,,ტვ პირველთან”.

,,ისროლეს სანადირო თოფით! ჩემი მეგობრის ფეხთან დავარდა ტყვია! შეაშინეთ ბებიათქვენს! ბრძოლა იქნება ბოლომდე… მუქარები ვრცელდებოდა ტელეგრამარხებში, დღეს მოხდა გამაფრთხილებელი გასროლა”, – დაწერა ელისო კილაძემ.
,,გავაგოროთ”, ,,მე გავაგორებ 5 000 დოლარად”, ,,ნახუი პაკეტში შავში და მორგში ან მტკვარში ნახუი”, ,,1000 დოლარად დედას მო** თუ გინდა”, – წერენ ტელეგრამარხებში ,,სიკვდილის გამყიდველები”.