დღეს სამწუხარო ინფორმაცია გავრცელდა. ქართული კინოს გამორჩეული სახე, ხათუნა კოტრიკაძე 68 წლის ასაკში გარდაიცვალა.
,,ქართული კინოს მშვენება, ჩემი მეგობრის დედა და ბავშვობიდან ჩემთვის უსაყვარლესი ხათუნა კოტრიკაძე გარდაიცვალა. გამოსვენება კვირას, წინამძღვრიშვილის 112-დან”, – დაწერა პოლიტიკოსმა ეკა ხერხეულიძემ სოციალურ ქსელში.
ბავშვურად უმანკო გამოხედვით, ნატიფი, ლამაზი, გამორჩეული ხიბლის მქონე გოგონა ცხვირზე საყვარელი ჭორფლით – ხათუნა კოტრიკაძე. ,,მეთხუთმეტე გაზაფხული”, ,,მოიტაცეს თამარ ქალი”, ,,მხიარული რომანი” – ამ სამ არაჩვეულებრივ ფილმში გაიელვა და მისი სამსახიობო კარიერა ამით დამთავრდა. მაშინ ითქვა, რომ კინოში სათამაშოდ ქმარმა არ გაუშვა, მაგრამ, როგორც გავიგეთ, კინო არც მისთვის ყოფილა ყველაზე მნიშვნელოვანი. ხათუნა კოტრიკაძე ცნობილი ფეხბურთელის, ალიოშა კოტრიკაძის ქალიშვილია.
,,სარკის” არქივში ინახება ინტერვიუ, რომელიც 2003 წელს ხათუნა კოტრიკაძის დედასთან, ნანული ნიშნიანიძესთან, არის ჩაწერილი, სადაც ქალბატონი ნანული ყვება:
-სამ ფილმში გადაიღეს და მისი კარიერა ამით შეწყდა. ეს იმანაც განაპირობა, რომ ქმარი ძალიან ეჭვიანი ჰყავს, კატეგორიულად აუკრძალა კინო.
ერთადერთი უნებართვო ნაბიჯი, რომელიც ხათუნამ გადადგა (გააგრძელეთ კითხვა)