ჩამოწოლილ მეწყერში მამას და მის სამ შვილს ეძებენ – იმერეთიდან უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება

ჩამოწოლილ მეწყერში მამას და მის სამ შვილს ეძებენ - იმერეთიდან უმძიმესი ინფორმაცია ვრცელდებაუმძიმესი ინფორმაცია ვრცელდება იმერეთის სოფელ ნერგეთიდან. ღამის პირველ საათზე მიწის დიდი მასა მოწყდა და 4 სახლი მეწყერში მოყვა. მეწყერის ქვეშ 10 ადამიანი მოჰყვა, ნანახია 4 ცხედარი, მიმდინარეობს 5 ადამიანის ძებნა, ერთი ადამიანი კი კლინიკაშია გადაყვანილი. 5 ადამიანს შორის, რომლებსაც მაშველები ეძებენ, მამა და მისი სამი არასრულწლოვანი შვილია.