,,წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს” – 20 წლის მოდელი მოულოდნელად გარდაიცვალა

,,წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს" - 20 წლის მოდელი მოულოდნელად გარდაიცვალარამდენიმე საათის წინ ძალიან მძიმე ინფორმაცია გავრცელდა. 20 წლის მოდელი, ელენე ეფრემიძე,  მოულოდნელად გარდაიცვალა.

,,მეგობარო, ვერ გემშვიდობები. მიყვარხარ და სულ ისე მეყვარები, როგორც პირველი გაცნობისას. ფერადი, თვალებციმციმა და თავისუფალი ადამიანი მტოვებს. იქ, ზევით მშვიდად განისვენე. მფარველი ანგელოზი იყავი მიწაზეც და ზეცაშიც. ასე დატოვება შეცდომა იყო. შენი ხმა გონებაში მიტრიალებს და წარმოდგენა მიჭირს, როგორ მტოვებ მარტოს”, – წერს თამარ ცოხაშვილი სოციალურ ქსელში.

,,რა ვთქვა და რით განუგეშო, ვერ ვიჯერებ. შენ ხომ დიდი მიზნები და ოცნებები გქონდა. შენი საუბრები დღემდე მახსოვს, როგორი ძლიერი და მებრძოლი იყავი… სამუდამოდ შეგინახავ გულში”, – წერს მარი ჩიგვარია.