საქართველოს 17 წლის თემო ჰყავს გადასარჩენი – ,,გააკეთე საღვთო საქმე, 10 თეთრიც რომ იყოს, მისთვის წუთის დაზოგვას ნიშნავს”

საქართველოს 17 წლის თემო ჰყავს გადასარჩენი - ,,გააკეთე საღვთო საქმე, 10 თეთრიც რომ იყოს, მისთვის წუთის დაზოგვას ნიშნავს"საქართველოს 17 წლის თემო ჰყავს გადასარჩენი. მას გულის გადანერგვა სჭირდება, ამისთვის კი მთელი ქვეყნის გაერთიანებაა საჭირო, რომ 130 ათასი დოლარი შეგროვდეს. ამ საქველმოქმედო კამპანიას დომენიკ მანგო უდგას სათავეში.
,,17 წლის ბავშვი გვყავს გადასარჩენი! დამძიმდა. გუშინ წნევა დავარდნია, სითხე ჩაუდგა ორგანიზმში, შარდს ვერ გამოყოფს. ეს ბიჭი ყოველდღე მძიმდება. ვერ ჭამს საჭმელს, გულის რევა ეწყება და აბრუნებს უკან. უკვე ვეღარ ვხვდები, როგორ აგიხსნათ სიტუაციის სიმძიმე. ყველანაირად ვცდილობ, რომ დრო დავაჩქარო, მაგრამ ხალხის ძალიან დიდი ნაწილი გულგრილობისთვის წირავს ამ საკითხს. მეგობრებო, გაითბეთ გულები, ვისაც ჯერ ეს არ გიქნიათ. 17 წლის ბიჭი გვყავს გადასარჩენი.
მდგომრეობა მძიმდება, ყოველ წუთს აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. სასწრაფოდ, თუ თვალში მოგხვდა ეს პოსტი, გააზიარე: 17 წლის თემოს სასწრაფოდ ესაჭიროება გულის გადანერგვა. შენ, ვინც ამ პოსტს ხედავ, გააკეთე საღვთო საქმე. 10 თეთრიც რომ იყოს, მისთვის წუთის დაზოგვას ნიშნავს.  არ დააიგნორო, რადგან ამ გულგრილობაზეა ადამიანის ყოფნა-არყოფნის საკითხი დამოკიდებული. დაძლიე შენი თავი; თითქმის შევძელით თანხის მოგროვება და სულ ცოტაც, სულ ცოტაც და ახალგაზრდა, სიცოცლით სავსე ბიჭის გადარჩენას შევძლებთ. გთხოვთ, არ დაინანოთ პოსტის გაზიარება. ყოველი წუთი საარსებოდ მნიშვნელოვანია ჩვენი თემოს სიცოცხლისთვის. 235,141 ლარზე ვართ, ჩემო ოჯახო. ვაზიარებთ ყველა”, – წერს დომენიკ მანგო.
ოჯახის ანგარიშის ნომრები:
ლიბერთი ბანკი
ვალერი ღურწკაია
თიბისი ბანკი
ირინე ჯანაშია
საქართველოს ბანკი
ირინე ჯანაშია
PayPal: janashiairina05@gmail.com
პირადი ნომერი
29001020631