,,დღეს ფული თუ არ გაქვს, უბრალოდ მოკვდები, გესმით? ჩემი დის სიცოცხლეზეა საუბარი” – კესო ბურჭულაძე საზოგადოებას დის გადარჩენას სთხოვს

,,დღეს ფული თუ არ გაქვს, უბრალოდ მოკვდები, გესმით? ჩემი დის სიცოცხლეზეა საუბარი" - კესო ბურჭულაძე საზოგადოებას დის გადარჩენას სთხოვსმეგისათვის! ახალგაზრდა ქალს კეთილშობილი ოჯახიდან, მეგი ბურჭულაძეს, იშვიათი დაავადება, მაილერის სიმსივნე აღმოაჩნდა, მისი სიცოცხლე საფრთხეშია. ოპერაციის მიუხედავად, მდგომარეობა გართულდა, საჭიროებს დამატებით ღრმა კვლევებს და ხანგრძლივ მკურნალობას.

ოჯახს საზოგადოების, კეთილი ადამიანების ფინანსური თანადგომა სჭირდება. ოჯახი თავს იკავებდა ამის გასაჯაროებისგან, მაგრამ სხვა გამოსავალი არ არის, სასწრაფო, გადაუდებელი სიტუაციაა.

მეგის და, კესო ბურჭულაძე, წერს: „ვერასოდეს წარმოვიდგენიდი, რომ დახმარებას ოჯახის წევრის გამო ვითხოვდი. ჩემი დის სიცოცხლეზეა საუბარი. ორიოდე თვის წინ, ოჯახის და მეგობრების ჩართულობით, წარმატებით გაუკეთდა ოპერაცია, საშვილოსნო ამოუღეს – დიაგნოზიa იშვიათი სახის: მაილერის სიმსივნე.

გადავამოწმეთ ბიოლოგიური მასალა ორჯერ, საქართველოსა და იტალიაში, პასუხი იყო იდენტური, არაპროგრესირებადი. პროცესი კი წავიდა წინ, დაემართა დისბაქტერიოზი, დასუსტდა. მკურნალობამ შედეგი ვერ მოგვცა. გავუკეთეთ ანალიზები და ახლა ულტრასონოგრაფიაზე სულ სხვა სურათი გამოისახა: ღვიძლის თავისუფალ ნაწილში სითხე და ნაწლავზე წანაზარდები. ონკოლოგი ითხოვს სასწრაფოდ მორფოლოგიისა და იმუნოჰისტოქიმიის კვლევას, ასევე ემერაის, ვინაიდან ეჭვი შეეპარა კვლევის სიზუსტეში.

ანალიზები ძალიან ძვირია, ყველაფერი გადავამოწმეთ _ ფინანსდება მიზერულად, რადგან არ ჰქონდა მინიჭებული სტადია, ონკოპაციენტადაც არ ითვლებოდა. დღეს ფული თუ არ გაქვს, უბრალოდ მოკვდები, გესმით? ოჯახმა სახსრები ამოვწურეთ. აქამდე რაც გავაკეთეთ, მეგობრების თანადგომით. დამეხმარეთ, რომ იცოცხლოs!.. დღეს მე დაგეხმარები, ხვალ – შენ და ასე ვაჩუქებთ ერთმანეთს დედას, მამას, შვილს, დას, ძმას“.

ანგარიშის ნომრებია: თბს ბანკი GE81TB7179045064300011 მიმღები: მანანა ბურჭულაძე (კესო) მეგისათვის საქართველოს ბანკი GE21BG0000000782464900 მეგისათვის. მიმღები: მანანა ბურჭულაძე (კესო).

ფოტოზე მეგი ბურჭულაძე