,,დაიხურა ყველა გადაცემა, რომელსაც ,,ფორმულაზე” ვაკეთებდით, ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად” – რას ყვება მიშა ანდღულაძე

,,დაიხურა ყველა გადაცემა, რომელსაც ,,ფორმულაზე" ვაკეთებდით, ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად" - რას ყვება მიშა ანდღულაძეტელეკომპანია ,,ფორმულაზე” იუმორისტული გადაცემები დაიხურა. ამის შესახებ იუმორისტმა მიშა ანდღულაძემ მსახიობ გიორგი ვარდოსანიძის პოდკასტში ისაუბრა.

_ ჩვენ როდესაც გადავედით „ფორმულაზე“, გავიდა ერთი-ორი წელი და ერთ დღესაც გვეუბნებიან, რომ ყველა გადაცემა, რომელსაც ვაკეთებდით და დაახლოებით ხუთ გადაცემას ვაკეთებდით, ყველა ერთად, უცებ დაიხურა. ოლიგარქმა არ შეიძლება უფულობა დაასახელოს მიზეზად. მიზეზი იმდენად აბსურდული იყო, მირჩევნია, არ ვთქვა. ვერ დავიჯერეთ, რომ ამდენ გადაცემას აკეთებ და ასეთი მიზეზით უცებ გიხურავენ, გაჭრიან. ისიც არ იყო, რომ რეიტინგი არ აქვს, მიზეზი იყო, კონკრეტულად, სოლოლაკი რომ ვერ „ავიღეთ“. მე არც ვიცოდი, რომ თურმე სხვა მისია მქონდა. მე როგორც კომედიანტი, ისე მივედი და თურმე აბსოლუტურად სხვა მისია მქონია, უდიდესი, – განაცხადა მიშა ანდღულაძემ პოდკასტში.