,,სფერო” საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურულ გადაცემებს საეთერო დროს სთავაზობს

,,სფერო" საზოგადოებრივ მაუწყებელზე დახურულ გადაცემებს საეთერო დროს სთავაზობსტელეკომპანია ,,სფერო” მზად არის, იმ გადაცემებს დაუთმოს ეთერი, რომლებიც საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში აღარ გავა. ამის შესახებ ინფორმაციას ტელეკომპანია ავრცელებს.

„სფერო TV“ მზად არის, დაუთმოს საეთერო დრო და რესურსები იმ გადაცემებს, რომლებიც „საზოგადოებრივმა მაუწყებელმა“ დახურა!” – წერია ტელეარხის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

საზოგადოებრივი მაუწყებლის შავ სიაში მოხვდა დავით გორგილაძის გადაცემა ,,აუტანელი სიმსუბუქე”, ,,კაცები ფლეი”, გიორგი გვიმრაძის ,,თავისუფალი ხედვა”, ,,ჰოპლა, ჩვენ ვცოცხლობთ”(წამყვანი მსახიობი ზურაბ ყიფშიძე”, ,,ნატალიასთან და დათუნასთან ერთად” და ა.შ.

საქართველოს ,,პირველი არხი” როგორც წერს, ეს გადაწყვეტილება ხარჯების შესამცირებლად მიიღეს. მაუწყებლის მენეჯმენტი ამტკიცებს, რომ საეთერო ბადის ცვლილება კრიტიკულად განწყობილ ჟურნალისტებს არ უკავშირდება.