შარშან ამ ძაღლს პირში პიროტექნიკა ჩაუდეს, პირი ,,დაუსკოჩეს” და ააფეთქეს – ,,გაუტყდა ყბა, დაემტვრა კბილები, საჭმელს ვეღარ ჭამდა დიდხანს”

შარშან ამ ძაღლს პირში პიროტექნიკა ჩაუდეს, პირი ,,დაუსკოჩეს" და ააფეთქეს - ,,გაუტყდა ყბა, დაემტვრა კბილები, საჭმელს ვეღარ ჭამდა დიდხანს"ძაღლი, რომელსაც, სავარაუდოდ, ე.წ. ასაფეთქებელი ჩაუდეს პირში, უმძიმეს მდგომარეობაშია და ამ წუთებში სიცოცხლისთვის იბრძვის. ეს პირველი შემთხვევა არ არის პიროტექნიკით მიუსაფარი ცხოველების დაზიანების. შარშან ოზურგეთში მოზარდებმა ძაღლს ე.წ. ასაფეთქებელი ჩაუდეს პირში და წებოვანი ლენტით გადაუხვიეს.

ზურგეთში ბავშვებმა ძაღლს პირში ასაფეთქებელი ჩაუდეს, პირი გადაუსკოჩეს და ააფეთქეს, – ამ შემაძრწუნებელ ამბავს სოციალურ ქსელში გვერდი “ასკანა” აქვეყნებს.

,,ამ ძაღლს ბავშვებმა ოზურგეთში, ქუჩაში პირში კაფსოლი ჩაუდეს, პირი იზოლიაციით აუხვიეს და ააფეთქეს. ძაღლს გაუტყდა ყბა და დაემტვრა კბილები, საჭმელს ვეღარ ჭამდა დიდხანს. დღეს ჭამს,  მაგრამ რბილს და თხევადს. უნდა ვთქვა, რომ ჩემი თაობის დროს ნამდვილად არ ხდებოდა ასეთი რამ, იმიტომ, რომ სულ სხვა გარემოებაში ვიზრდებოდით, პედაგოგი გვასწავლიდა ცხოველების სიყვარულს და მის დაცვას. დღეს? დღეს ბავშვებს ეუბნებიან, არ გაეკაროთ ცხოველს, დაავადებული იქნებაო. ჰოდა, რა გარემოებაშიც იზრდება ბავშვი, ისეთი რჩება. ამიტომაც დროის ცვალებადობამ და ადამიანების მოიტანა სადიზმი”, _ წერდა ერთი წლის წინ ფეისბუქგვერდი ,,ასკანა”.