გიორგი გაბუნია ბაბი კირკიტაძეზე: ,,დღეს ცუდად გახდა ჩემი მეგობარი… ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ?”

გიორგი გაბუნია ბაბი კირკიტაძეზე: ,,დღეს ცუდად გახდა ჩემი მეგობარი... ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ?"იუმორისტი გიორგი გაბუნია წერს, რომ მისი მეგობარი, მომღერალი ბაბი კირკიტაძე დღეს ცუდად გახდა და ეს არის მიზეზი, თუ რატომ ვერ მივიდა საგამოძიებო უწყებაში.
,,გამომდინარე იქიდან, რომ ჩემი მეგობარი, ბაბი, საკმაოდ მძიმე ემოციური წნეხის ქვეშაა, ჩავთვალე, მე დავწერო ეს პოსტი! დღეს გახდა ადამიანი ცუდად (ალბათ არ მკითხავთ,  რატომო) და ჩვენების მიცემა გადაიდო ორშაბათისთვის,რაც ზუსტად ვიცი. მაგრამ ამის გამო დაიწყო ახალი, მორიგი ,,სასიამოვნო” კამპანია ბაბის წინააღმდეგ, თითქოს რაღაცას გაურბის.
გუშინ ყველა ერთად მხარში ვედექით, ვამხმნევებდით და დღეს ეგრევე ვცვალეთ პოზიცია საწინააღმდეგოდ?! ანუ ცუდად გახდომა, როდესაც ამდენი დღის ნანერვიულები ხარ, არ შეიძლება? და როცა თავი არ გაქვს, სადმე მიუსვლელობით ასე უნდა გავილანძღოთ?
მე არ მესმის მსგავსი მიდგომა და ქცევა, ოღონდ მართლა! ან დედა არ გყავთ, ან მამა, ან ნათესავი? რა გიყვართ საერთოდ? რას სცემთ პატივს? ვერ გავიგე! მოკლედ, ორშაბათს ეს გამოძიება დაიწყება! ბოლომდეც მივა! დამნაშავეც დაისჯება! და ისე ნუ იზამს ნურავინ, რომ თანამონაწილე გახდეს ამ დანაშაულის! ჩემი რჩევაა”, – წერს გიორგი გაბუნია.