,,გემუდარები, გვითხარი, რომ სიმართლე არ არის” – მარიამ სირბილაძე გარდაიცვალა

,,გემუდარები, გვითხარი, რომ სიმართლე არ არის" - მარიამ სირბილაძე გარდაიცვალასოციალურ ქსელში ძალიან სამწუხარო ინფორმაცია ვრცელდება – მარიამ სირბილაძე გარდაიცვალა. მან სიმსივნე დაამარცხა, კარგად იყო. როგორც წერენ, მისი გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, გული გახდა.
,,დედაჩემს სულ ვეყოლებიო, ხომ თქვი… მარიამ, შენ ისეთი სიყვარული დაგვიტოვე, მართლა სულ გვეყოლები ყველას გულში”, ,,ძლიერ, ლამაზ და მებრძოლ გოგოდ გვემახსოვრები სულ. ჩვენი კრისტალი”, ,,შეიძლება შევიშალო. მარიამ, დაგვიარე ყველას ახლა და გვითხარი, რომ სიმართლე არაა, დავმშვიდდეთ და აზრზე მოვიდეთ. გემუდარები”, ,,გოგოების არმია გემშვიდობებით…” – წერენ სოციალურ ქსელში.
მარიამი 37 წლის იყო. ის და მისი ისტორიები იმ ქალებს ეხმარებოდა ფსიქოლოგიურად, ვინც იმავე გზას გადიოდნენ, რაც მან გაიარა.

,,შეხედეთ ჩემს თმას ახლა. არც თმა მქონდა, არც წარბი და არც წამწამი. სამაგიეროდ, მქონდა სიცოცხლის უშრეტი წყურვილი და მე გადავრჩი”, – წერდა რამდენიმე წლის წინ მარიამი.