ბექა ნათელაშვილი გაერთიანებული ერების გავლენიანი ინსტიტუტის ბორდში აირჩიეს და პროგრამების დირექტორად დაამტკიცეს

ბექა ნათელაშვილი გაერთიანებული ერების გავლენიანი ინსტიტუტის ბორდში აირჩიეს და პროგრამების დირექტორად დაამტკიცეს,,ლეიბორისტული პარტიის” ლიდერი, ბექა ნათელაშვილი გაერთიანებული ერების გავლენიანი ინსტიტუტის, ,,დედამიწაზე ზრუნვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ალიანსის” ხელმძღვანელ ბორდში აირჩიეს და პროგრამების დირექტორად დაამტკიცეს.

,,ვულოცავ ბექას გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გავლენიანი სპეციალიზირებული ინსტიტუტის – ,,დედამიწაზე ზრუნვის პოლიტიკურ-ეკონომიკური ალიანსის” ხელმძღვანელ ბორდში არჩევასა და პროგრამების დირექტორად დამტკიცებას. დარწმუნებული ვარ, ის ამ მნიშნელოვან ფუნქციას გამოიყენებს უპირველესად საქართველოსთვის და, რა თქმა უნდა, მთელი მსოფლიოსთვის”, – წერს სოციალურ ქსელში ბექა ნათელაშვილის დედა, მწერალი ბელა ალანია.