5 ნოემბერს აკადემია ,,გვირილამ” და ასოციაცია ,,საქართველოს ქალბატონებმა” წარმატებული ქალების საზეიმო დაჯილდოება გამართეს. ცერემონია სასტუმრო ,,ბილტმორ თბილისი ჰოტელში” ჩატარდა და მშვენიერი სქესის მრავალმა წარმომადგენელმა მიიღო პრიზები – ვარსკვლავი და გვირგვინი, რასაც თან ახლდა ,,გვირილას” პრეზიდენტ ერნა წიფურიასა და ,,საქართველოს ქალბატონების” პრეზიდენტ ნინო ჩიხლაძისგან სითბო და სიყვარულის გამომხატველი სიტყვები. მრავალფეროვან საღამოს, რომლის ორგანიზატორიც ია ჯღარკავა გახლდათ, ესწრებოდნენ ,,გვირილას” აღზრდილი წარმატებული ახალგაზრდები, იყო სიმღერები და ცეკვები.
დაჯილდოებულთა შორისაა ჟურნალი ,,სარკე”, რომლისთვისაც 2023 წელი საიუბილეოა – საყოველთაოდ საყვარელ სახალხო ჟურნალს 25 წელი შეუსრულდა.
ფოტოებზე: ,,სარკის” დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი, მედეა სანაია და ღონისძიების ორგანიზატორები