მანანა იმედაძე: ,,დე, ჩემო, სასწაულო!.. პირნათელი შეგხვდები, როცა ელენიკოს გზაზე დავაყენებ”

მანანა იმედაძე: ,,დე, ჩემო, სასწაულო!.. პირნათელი შეგხვდები, როცა ელენიკოს გზაზე დავაყენებ''კომპოზიტორი მანანა იმედაძე უდიდეს ტკივილს ატარებს. მისი რძალი, სალომე ქემაშვილი, რამდენიმე წლის წინ ღორის გრიპმა იმსხვერპლა. 27 ნოემბერს ის 27 წლის გახდებოდა.

,,27-ე გვიანი შემოდგომა… 27 ნოემბერი… შენი დაბადების დღე, თანაც ,,ოქროსი”. დედუ, ჩემო, ზეციურო შვილიკო, ჩემო ანგელოზო! ჩვენ ცოცხლები დავრჩით! ჰო, მხოლოდ ცოცხლები… გული და სული შენ გაიყოლე! მიყვარხარ და უსაშველო მონატრება მაქვს, მაგრამ ჯერ ვერ გნახავ… შეგხვდები პირნათელი მხოლოდ მაშინ, როცა ელენიკოს გზაზე დავაყენებ და ისეთ ქალად გავზრდი, როგორზედაც ოცნებობდი! ვიცი, შენი ლოცვა და უფალი შემეწევა, დე, ჩემო, სასწაულო!” – დაწერა მანანა იმედაძემ.