მომღერალი კოსტა სანიკიძე სუნთქვის მართვის აპარატზეა შეერთებული. ის გამთენიისას ძმის სახლში, დედის თვალწინ დაჭრეს. მამაკაცმა მას ცივი იარაღით რამდენიმე ჭრილობა მიაყენა. ექიმები 5 საათის განმავლობაში უკეთებდნენ ოპერაციას. როგორც მეგობარი ყვება, მას ფილტვზე აქვს სერიოზული პრობლემა.
მეგობრები ყვებიან, რომ მამაკაცმა კოსტა სანიკიძის მკვლელობა რამდენიმე დღის წინაც სცადა, მაგრამ მას სახლი შეეშალა, მეზობელთან შევიდა და კოსტა სანიკიძეს კითხულობდა. მომღერალმა პოლიციასაც აცნობა. როგორც ამბობენ, კოსტა იმ პიროვნებას საერთოდ არ იცნობს.
კოსტა სანიკიძე საზოგადოებამ რეალითი შოუ ,,პრაიმ ჰაუსიდან” გაიცნო.