დავით თარხან-მოურავს შვილი გარდაეცვალა – ,,ჩვენი იორამი… მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი”

დავით თარხან-მოურავს შვილი გარდაეცვალა - ,,ჩვენი იორამი... მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი''დავით თარხან-მოურავს შვილი გარდაეცვალა. იორამი 35 წლის იყო. ამ სამწუხარო ინფორმაციას დავით თარხან-მოურავის ახლობლები ავრცელებენ.
,,ხელი მიკანკალებს, ამას რომ ვწერ, მაგრამ იმდენი ადამიანი მიკავშირდება, გადავწყვიტე, დავწერო. უცაბედად გარდაიცვალა დავით თარხან-მოურავის ვაჟი, იორამ თარხან-მოურავი. უკარგესი ადამიანი, უწესიერესი, უბოროტო და ღირსეული ბიჭი. იორამი 35 წლის იყო. გარდაცვალების მიზეზი გულის ანევრიზმაა. მომავალ კვირაში ოპერაცია ჰქონდა დაგეგმილი. იორამი ცხოვრობდა საზღვარგარეთ და ჯერ ზუსტად ვერ ვწერ, როდის ჩამოვასვენებთ, სად დავასვენებთ და როდის იქნება პანაშვიდი და გასვენება. ყველაფერი პირიქით უნდა ყოფილიყო… ჩვენი შვილები უნდა წერდნენ ჩვენი გარდაცვალების შესახებ და მე ვწერ… აღარ მესმის არაფერი… რატომ…
 დიდი ბუნების კაცი იყო ჩვენი იორამი. ადამიანის ყველა საუკეთესო თვისება იყო განხორციელებული მასში. ნამდვილი ღვთის შვილი იყო. რამდენი რამის თქმა მინდა და ძალა არა მაქვს, რომ სიტყვებით გადმოვცე, რასაც ვფიქრობ და განვიცდი…” – წერს ირმა ინაშვილი სოციალურ ქსელში.