,,ჩემი მეგობარი იყო, ჩემი საყვარელი ადამიანი!” – რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლეს

,,ჩემი მეგობარი იყო, ჩემი საყვარელი ადამიანი!" - რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მოქალაქე მოკლესსოფელ კირბალში სროლა მსხვერპლით დასრულდა. რუსმა ოკუპანტებმა კირბალში საქართველოს ერთი მოქალაქე მოკლეს, მეორე კი გაიტაცეს.

ჩემი საყვარელი ადამიანი იყო, ჩემი უახლოესი მეგობარი. ცოტა ხნის წინ მითხრეს, რომ დაჭრილი იყო, მაგრამ ახლა მითხრეს, რომ ის გარდაიცვალა, – ამბობს დავით ქაცარავა.

საქარველოს უსაფრთხოების სამსახურმა დაადასტურა, რომ უკანონო დაკავებისას საქართველოს მოქალაქე მოკლეს.