ბესიკ ხარანაული: ,,საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია”

ბესიკ ხარანაული: ,,საქართველო, შენი გემი ევროპისკენ დაძრულია"8 ნოემბერი საქართველოსთვის ისტორიული დღეა – საქართველოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიენიჭა. პოეტმა ბესიკ ხარანაულმა ამ დღეს ლექსი მიუძღვნა:
,,ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ხალხი გადაღალულია,
ხალხი გადაქანცულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია,
ეშორება ავგულიანს,
ეშორება ავსულიანს,
– ჩასულია?
იკითხავენ,
პასუხობენ,
– ჩასულია!
ეს დღე არის,
ეს ღამეა,
ხან ძილი,
ხან ღვიძილია,
ბედი გამოკვანძულია,
საქართველო,
შენი გემი
ევროპისკენ
დაძრულია!”