,,ვუსამძიმრებ ოჯახს მთელი ქართველობის სახელით” – გარდაიცვალა 9 წლის თამარი, რომელსაც ისრაელში სარაკეტო განგაშის დროს გული გაუჩერდა

,,ვუსამძიმრებ ოჯახს მთელი ქართველობის სახელით" - გარდაიცვალა 9 წლის თამარი, რომელსაც ისრაელში სარაკეტო განგაშის დროს გული გაუჩერდაფეისბუქჯგუფის ,,ქართველები ისრაელში” მოდერატორი, მაია ჯიბღაშვილი, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს – 9 წლის თამარი, რომლის გადასარჩენადაც უამრავი ადამიანი ლოცულობდა, გარდაიცვალა. თამარი ქართველი ებრაელი გოგონა იყო. მას ისრაელში, ქალაქში სარაკეტო იერიშის განგაშის დროს, მამადში შესვლისას გული გაუჩერდა და მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა.
,,დიდი მწუხარებით და უსაზღვრო ტკივილით… სამწუხაროდ, პატარა თამარი გარდაიცვალა.
ოჯახს ვუსამძიმრებ მთელი ჯგუფის და მთელი ქართველობის სახელით. ღმერთო, რა საშინელი ტკივილია”, – წერს მაია ჯიბღაშვილი.
ასუტა აშდოდის საჯარო საავადმყოფო განცხადებას ავრცელებს: ,,ექიმების მცდელობის მიუხედავად, პარასკევს ღამით 9 წლის თამარი გარდაიცვალა. ის ერთი კვირის წინ ქალაქში განგაშის დროს გულის გაჩერების შემდეგ საავადმყოფოში გადაიყვანეს. საავადმყოფო იზიარებს ოჯახის მწუხარებას”.