თამარ გოლდბერგი ,,ჰამასის” მიერ მოკლულთა შორის აღმოჩნდა – ,,კიდევ უფრო მძიმეა, როცა იცი, რომ საქართველოს შვილი იყო”

თამარ გოლდბერგი ,,ჰამასის" მიერ მოკლულთა შორის აღმოჩნდა - ,,კიდევ უფრო მძიმეა, როცა იცი, რომ საქართველოს შვილი იყო"მაია ჯიბღაშვილი, რომელიც ისრაელში მცხოვრებ ქართველებს 7 ოქტომბრიდან ყოველ წუთიერად აწვდის საჭირო ამბებს, სამწუხარო ინფორმაციას ავრცელებს თამარ გოლდბერგის შესახებ. მისი თქმით, ოჯახს შეატყობინეს, რომ ის დაღუპულთა შორის არის.

,,დიდი მწუხარებით გაცნობებთ, რომ თამარ გოლდბერგი, გოგონა, რომელსაც ეს დღეები ეძებდნენ და იმყოფებოდა 7 ოქტომბერს ფესტივალზე, დაიღუპა. ოჯახს აცნობესმ რომ თამარი, სამწუხაროდ,  დაღუპულთა შორის არის. ეს საშინელი ტკივილია. ამდენი დაღუპული ახალგაზრდა. მაგრამ კიდევ  უფრო მძიმეა, როცა იცი, რომ საქართველოს შვილი იყო.
ოჯახის წევრებს, მეგობრებს და ახლობლებს მთელი ჯგუფის სახელით გამოვუხატავ ღრმა მწუხარებას და მიიღეთ ჩვენი სამძიმარი. თამარს კიდევ 27.000 ათასი ადამიანი გლოვობს, ვინც აქ ვართ. არ არსებობს სიტყვები, რომლებიც ამ უდიდეს ტკივილს მოუშუშებს ოჯახს.
გამჩენმა ნათელში ამყოფოს მისი სული. ისრაელი წაშლის მიწის ზედაპირიდან მის მკვლელებს.
ბარუხ დაიან აემეტ. მუდმივი ხსოვნა, თამი. ბოდიში, რომ ვერ გადაგარჩინეთ და ვერ დაგიცავით”, – წერს ფეისბუქჯგუფ ,,ქართველები ისრაელში” მოდერატორი, მაია ჯიბღაშვილი.
თამარს 7 ოქტომბრიდან ეძებდნენ, მათ შორის მამაც. ის მეგობრებთან ერთად იმ ადგილებში დადიოდა, სადაც შეიძლებოდა, რომ მის შვილს თავი შეეფერებინა და ტერორისტებს დამალვოდა.