,,სულ რომ მოწყალებისთვის მომიწიოს ქუჩაში დაჯდომა, შვილს უნდა ვუშველო” – გაბის დედა დახმარებას ითხოვს

,,სულ რომ მოწყალებისთვის მომიწიოს ქუჩაში დაჯდომა, შვილს უნდა ვუშველო" - გაბის დედა დახმარებას ითხოვსგაბრიელ ნიშნიანიძის დედა, თამუნა იარაჯული დახმარებას ითხოვს. გაბრიელი, რომელსაც აქვს აუტისტური სპექტრი, ტკივილებით იტანჯება და ექიმებს დღემდე დიაგნოზი არ დაუსვამთ. თამუნა იარაჯული ვიდეოს აქვეყნებს, სადაც ჩანს, ბავშვს როგორ სტკივა და წერს:
აღარ შეგვიძლია, ხალხო. არ ვიცი, ეს ჩემი შვილი რას უძლებს, მეც მეტი აღარ შემიძლია,  მიშველეთ, გთხოვთ.
გაბრიელს აქვს აუტისტური სპექტრი, მაგრამ მას აქვს კიდევ დაუზუსტებელი დიაგნოზი,  რომლითაც იტანჯება! მეხვეწება დავეხმარო და ვეღარ ვეხმარები. ერთი წელია, უმძიმესი ოპერაცია გავუკეთეთ მუცლის ღრუში, რაზეც საუკეთესო შედეგი გვაქვს და ამ მხრივ დაისვენა ბავშვმა, მაგრამ ექვსი თვის წინ ერთ დილით ბავშვმა, რომელიც ჰიპერაქტიულია, სიარულზე თქვა უარი და ორი დღე ვერ დადიოდა.
ამის შემდეგ გრძელდება მისი ტანჯვა. ყველა გამოკვლევა აქ, საქართველოში ამოვწურეთ და დიაგნოზი არ გვაქვს, ისევ წასასვლელი ვართ ქვეყნის გარეთ. ძალიან ბევრი ადამიანი დაეხმარეთ მაშინ გაბრიელს და ამით გადავარჩინეთ ერთად. არ ვიცოდი, ამის დაწერა ისევ თუ მომიწევდა, სიკვდილი მერჩივნა, მაგრამ ერთი ვიცი, რომ დედას სხვა უფლება არ აქვს,  ბოლომდე უნდა იბრძოლო, რომ ეს ტანჯვა დასრულდეს.
აღარ შეგვიძლია, გვიშველეთ, ხალხო. ესეც უნდა შევძლო, სულ რომ მოწყალებისთვის  მომიწიოს ქუჩაში დაჯდომა, შვილის გამო ყველაფერს იზამ თურმე.
გამოკვლევებზე, რაც აქ არ ჩავუტარე, ყველაფერზე არის პასუხი: ,,დავაკვირდეთ”… ასე იტანჯებიან შშმ ბავშვები ამ ქვეყანაში და არც ოჯახებს აქვთ რესურსი, რომ უშველონ და სახელმწიფოს და საზოგადოებას სთხოვენ ხშირად დახმარებას.
ლარობით ყველა ბავშვს ვაჩუქოთ უმტკივნეულო ცხოვრება, გთხოვთ, ხალხო. ჯანმრთელად გყავდეთ შვილები, ეს ინატრეთ მხოლოდ. მე სიცოცხლეში მკვდარი დედა ვარ. წლებია ამას ვუყურებ, რა მნიშვნელობა აქვს დიაგნოზს ეს ფსიქიკურია, ნევროლოგიური თუ ონკოლოგიური. ბავშვი დაილია, აღარ შეუძლია, მიშველეთ, გთხოვთ, კიდევ ერთხელ. მე სხვა უფლება არ მაქვს, სანამ არ ვუშველი, იქამდე ვიმათხოვრებ.
ჩემს შვილს უნდა ვუშველო, მხოლოდ ეს ვიცი. მას სტკივა რაღაც ძალიან და არ არსებობს ამ ქვეყანაში სერვისი, სადაც მივიყვან, როცა ფეხზე ვეღარ ვდგავარ და ექიმმა მიხედოს. მიშველეთ კიდევ ერთხელ, გთხოვთ.
უნდა იცოდეთ, რა დღეში ვართ ამ ქვეყანაში შშმ ბავშვის მშობლები. ჰგონიათ, ასე უნდა იყოს,  რადგან შშმ პირია, მაგრამ არა, ხალხო, ტკივილით არ ცხოვრობენ სხვა ქვეყნებში. გაბის უნდა ვუშველო, აი, ასე მათხოვრულად, მაგრამ უნდა ვუშველო. აღარ შეგვიძლია ამის მარტო არც მოსმენა, არც ყურებ. არასოდეს გამოიდარებს ჩვენთვის, ღმერთო? იმიტომ, რომ საქართველოში დავიბადეთ, სულ საზღვრების დატოვება გვიწევს და მათხოვრობა ფინანსებზე,
ამ ეტაპზე მიგყვავს კლინიკაში, სადაც დაუზუსტებელ დიაგნოზებს იკვლევენ.
თიბისი ბანკი
მიმღები: ავთანდილ ნიშნიანიძე
საქართველოს ბანკი
მიმღები: თამარ იარაჯული