სალი ნასყიდაშვილი: ,,მზად ვარ, ისრაელს სიცოცხლე შევწირო”

სალი ნასყიდაშვილი: ,,მზად ვარ, ისრაელს სიცოცხლე შევწირო”22 წლის სალი ნასყიდაშვილი ისრაელის თავდაცვის არმიის ჯარისკაცია და როცა ქვეყანას სჭირდება, ფრონტის წინა ხაზზე იბრძვის. ქართველმა გოგონამ 2 წლის წინ, როცა ისრაელში სიტუაცია ძალიან დაძაბული იყო, ქართულ მედიასთან ისაუბრა:

– გამომიძახეს. ნებისმიერ მომენტში თუ დააკლდებათ ჯარისკაცები, განურჩევლად სქესისა, ყველას იძახებენ. როცა პირველად შემოვდგი ჯარში ფეხი, დავიფიცეთ მთლიანი ჯარის წინაშე, რომ თუ რამე მოხდებოდა, რომ მე ვარ პასუხისმგებელი, რაც ხდება აქ და მე შემიძლია, ჩემი სიცოცხლე შევწირო, თუ საჭირო იქნება, რადგან ვარ ამ ქვეყნის მოქალაქე. ეს ქვეყანა გვეხმარება ძალიან ბევრ რამეში და როგორც საქართველოა ჩემი სამშობლო 100%-ით, ასევეა ისრაელი…