,,სადაც სახლი მელოდება” – ბათუმში აფხაზეთზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

,,სადაც სახლი მელოდება" - ბათუმში აფხაზეთზე შექმნილი წიგნის პრეზენტაცია გაიმართა,,სადაც სახლი მელოდება“ – 28 ოქტომბერს ბათუმში აფხაზეთის თემატიკაზე მომზადებული კრებულის პრეზენტაცია გაიმართა. წიგნი აფხაზეთს ეძღვნება და ის სიმბოლურად ოკუპაციიდან 30-ე წელს გამოიცა. მასში 137 ავტორის ნამუშევარია შესული, მათ შორისაა ბათუმელი პოეტების ლექსები. პროექტის ავტორი მწერალი და პოეტი, ბელა ალანია გახლავთ. პრეზენტაცია აჭარის მწერალთა სახლში გაიმართა. ღონისძიება ბელა ალანიას მიჰყავდა. მასთან ერთად ბათუმში იმყოფებოდნენ სარედაქციო კოლეგიის წევრები _ მარინა თექთუმანიძე, ლია მეტრეველი, ჯუბა ღებელი… მანამდე კი სარედაქციო ჯგუფმა კრებული თბილისშიც წარუდგინა მკითხველს.

პოეტური და პროზაული ნაწარმოებების ნაწილი სხვადასხვა დროსაა დაწერილი, არის  საგანგებოდ კრებულისადმი მიძღვნილი ლექსები და მოთხრობებიც.

-ეს წიგნი ეძღვნება აფხაზეთს, აფხაზეთის ანექსიის 30 წელს. ამ კრებულში გაერთიანებულია 137 ავტორი, მათ შორის ძვირფასი ავტორები აჭარიდან. მე ვარ ბედნიერი, რომ ეს პროექტი შედგა და  საქართველოს აქვს ერთი ლამაზი წიგნი, რომლის ავტორთა უმრავლესობა არის ძალიან ძლიერი. მე  ვიტყოდი, რომ ეს სახელმძღვანელო წიგნი ყველა სკოლის ბიბლიოთეკას უნდა ჰქონდეს, – ამბობს პროექტის ავტორი, ბელა ალანია.