,,გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი თამარის პოვნაში, ის ისრაელში, ფესტივალზე იმყოფებოდა, როცა სროლა დაიწყო” – ანი კობიაშვილი

,,გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი თამარის პოვნაში, ის ისრაელში, ფესტივალზე იმყოფებოდა, როცა სროლა დაიწყო" - ანი კობიაშვილი,,გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი ტამის (თამარ გოლდბერგი) პოვნაში” – წერს ანი კობიაშვილი სოციალურ ქსელში და ყველას მოუწოდებს, თუ ვიდეობსა და ფოტოებში ტამის ამოიცნობენ, ოჯახის წევრებს შეატყობინონ. თამარი ეთნიკურად ქართველია. ის ისრაელში მუსიკალურ ფესტივალზე იმყოფებოდა და არ არის გამორიცხული, რომ თავი, სხვა ადამიანების მსგავსად, ტყეს შეაფარა, თუმცა მის შესახებ დღემდე არაფერია ცნობილი.
,,მეგობრებო, ვინც ხართ ისრაელში, ან ვისაც გყავთ მეგობრები, ნათესავები ისრაელში, თუ ვინმე იცნობს ნოვას ფესტივალის გადარჩენილებს, ან ვინც იქ იყო და ესწრებოდა ფესტივალს,
გთხოვთ, დამეხმარეთ ჩემი ტამის პოვნაში! თამარ გოლდბერგი – ის იყო ნოვას ფესტივალზე, როცა სროლა დაიწყო. მასთან ბოლო კომუნიკაციიდან 24 საათზე მეტი გავიდა! თუ დაინახეთ ნებისმიერ კადრში ან არ ვიცი, სადმე გსმენიათ რაიმე მის შესახებ, გთხოვთ, მომწერეთ ან დაუკავშირდით:
მისი და მარი ლობატონი 0525055577
მამამისი გოჩა: 0527910888
ნებისმიერი ინფორმაცია სასარგებლოა. ფოტო არის ფესტივალიდან, რომელიც ბოლოს დადო სთორიში რამდენიმე საათით ადრე”, – წერს ანი კობიაშვილი.